ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზადაა, შეხვდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რათა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტი განიხილონ
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზადაა, შეხვდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რათა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტი განიხილონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზადაა, შეხვდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რათა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტი განიხილონ.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები შეცდომას უშვებენ დახმარების პაკეტზე წინააღმდეგობის გაწევით.

„ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც პასუხს არ იძლევიან. შეხედეთ, როგორ იხევენ ისინი უკან რუსეთის საფრთხისგან, როგორ შორდებიან ნატო-ს, როგორ შორდებიან ჩვენი ვალდებულებების შესრულებას, უბრალოდ, შოკის მომგვრელია. დიდი ხანია, აქ ვარ, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს”,- განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი 13 თებერვალს დაუჭირა, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ სენატის მიერ დამტკიცებული კანონს კონგრესი არ დაამტკიცებს.

ამასთან, ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, დაუწესებს თუ არა ის დამატებით სანქციებს რუსეთს ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო.

„ჩვენ უკვე გვაქვს სანქციები. დიახ, განვიხილავთ დამატებით სანქციებსაც“,- უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას.