ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელში დაღუპულთა შორის აშშ-ის, მინიმუმ, 11 მოქალაქეა
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელში დაღუპულთა შორის აშშ-ის, მინიმუმ, 11 მოქალაქეა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელში პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მოკლულთა შორის აშშ-ის, სულ მცირე, 11 მოქალაქეა.

ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ „ჰამასის“ მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან.

„აშშ მუშაობს ისრაელის ოფიციალურ პირებთან, რათა მოიპოვოს მეტი ინფორმაცია აშშ-ის მოქალაქეების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამჟამად ისრაელში მყოფი ამერიკელი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საკონსულო დახმარებას და უსაფრთხოების განახლებულ სიგნალებს. მათთვის, ვისაც სურს, დატოვოს ისრაელი, კომერციული ფრენები და სახმელეთო გზა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ მათ უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები და მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.