ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

ბაიდენის განცხადებით, ის კმაყოფილია იმით, რომ ზოგიერთი მძევალი, რომელმაც ენით აღუწერელი განსაცდელი გაიარა, შეთანხმების განხორციელებისთანავე ოჯახებს დაუბრუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის კატარისა და ეგვიპტის ლიდერებს შეთანხმების მიღწევაში კრიტიკული ლიდერობისა და პარტნიორობისთვის და აფასებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთგულებას, რომ მხარი დაუჭიროს ბრძოლის შეჩერებას.

„ეს შეამსუბუქებს ღაზაში უდანაშაულო პალესტინელი ოჯახების ტანჯვას“, – ამბობს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების ყველა ასპექტის სრულად განხორციელება.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.