ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმება ახლა „ძალიან ახლოსაა“
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმება ახლა „ძალიან ახლოსაა“

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმება ახლა ძალიან ახლოსაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. და შესაძლოა, ამ მძევლებიდან რამდენიმე მალე სახლში დავაბრუნოთ. არ მინდა, დეტალებს ჩავუღრმავდე, რადგან არაფერი ითქმება, ვიდრე არ გაკეთდება. როცა მეტი გვექნება სათქმელი, ამაზე მაშინ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, აშშ, დიდი ხანია, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს. ბაიდენმა მაგალითად მოიყვანა ბოლო დღეებში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანისთან საუბარი.

„საკმარისი დრო მექნება მძევლებზე სასაუბროდ. ახლა არა, ახლა არ ვაპირებ, გითხრათ“, – უპასუხა ბაიდენმა კითხვაზე, რამდენი ამერიკელი მძევლის გათავისუფლება იქნება შესაძლებელი.