ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასის“ ხელშია
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასის“ ხელშია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასის“ ხელშია.

„ახლა ეს „ჰამასის“ ხელშია. ისრაელელები თანამშრომლობენ. არსებობს რაციონალური წინადადება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. რამდენიმე დღეში გავიგებთ, თუ ეს მოხდება, თუმცა ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. მძევლების შესახებ არსებული გარიგება ახლა „ჰამასის“ ხელშია, რადგან იყო რაციონალური შეთავაზება. ისრაელში ამაზე დათანხმდნენ და ელოდებიან, რას მოიმოქმედებს „ჰამასი“, – აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მეტი დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის, ხოლო ამისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა. როგორც ბაიდენმა განმარტა, აშშ ყველა ღონეს ხმარობს ცეცხლის შეწყვეტისთვის.