ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხოს იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, რომლის შედეგადაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხოს იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, რომლის შედეგადაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა, როგორ უპასუხოს იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, რომლის შედეგადაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

როგორც მედია წერს, ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენს არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილება, რომელიც თეთრი სახლის მთავარ მრჩევლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა ოფიციალური პირების განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში და არ სურს ომი ირანთან.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს არ არის ის, რასაც მე ვეძებ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ირანი პასუხისმგებელი მომხდარ თავდასმაზე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ირანს პასუხისმგებლობას იმ გაგებით აკისრებს, რომ ისინი აწვდიდნენ იარაღს მათ, ვინც შეტევა განახორციელა.

შეგახსენებთ, იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, სულ მცირე, 34 კი დაშავდა. ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.