ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ეჭვობს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყოს.
„მე ვენდობი ვაქცინებს, მე ვენდობი მეცნიერებს, თუმცა არ ვენდობი დონალდ ტრამპს და ახლა მისი ნდობა არც ამერიკელ ხალხს შეუძლია“, – განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ბაიდენი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტრამპმა შესაძლოა, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსახლეობას არასანდო ვაქცინა შესთავაზოს.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენი ამერიკელ ხალხში უნდობლობას თესავს და ვაქცინის საწინააღმდეგო თეორიების ავრცელებს.
აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რიცხვი 200 000-ს უახლოვდება. გამოვლენილია ინფიცირების 6,6 მილიონი შემთხვევა.