ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყოს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ეჭვობს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყოს.

„მე ვენდობი ვაქცინებს, მე ვენდობი მეცნიერებს, თუმცა არ ვენდობი დონალდ ტრამპს და ახლა მისი ნდობა არც ამერიკელ ხალხს შეუძლია“, – განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ბაიდენი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტრამპმა შესაძლოა, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსახლეობას არასანდო ვაქცინა შესთავაზოს.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენი ამერიკელ ხალხში უნდობლობას თესავს და ვაქცინის საწინააღმდეგო თეორიების ავრცელებს.

აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რიცხვი 200 000-ს უახლოვდება. გამოვლენილია ინფიცირების 6,6 მილიონი შემთხვევა.

დატოვე კომენტარი