ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის უმთავრესი საფრთხეა
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის უმთავრესი საფრთხეა

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დემოკრატიისთვის უმთავრესი საფრთხე უწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ესპანურენოვან ტელეარხ „უნივიზიონთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორ ბაიდენმა განმარტა, მისი ეს შეფასება უკავშირდება ტრამპის მიერ 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეთა მხარდაჭერასა და არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის ხელის შეშლის მცდელობას.

მან ასევე გაიხსენა ტრამპის განცხადება, რომ გამარჯვების შემთხვევაში „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება.

„მე ვერც კი გავიხსენებ ვერავის ჩემს ცხოვრებაში, ისტორიაში, ვისაც ასეთი მიდგომა ჰქონდა“, – აღნიშნა ბაიდენმა.