დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კვლავ თუ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კვლავ თუ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის თუ კვლავ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა აღნიშნა, რომ თუ ტრამპი 2024 წლის არჩევნებს მოიგებს, ამერიკას ავტოკრატია დაემუქრება.

„მინდა, დავხურო საზღვარი და მინდა, ვბურღო, ვბურღო და ვბურღო“, – განაცხადა დონად ტრამპმა „ფოქსნიუსთან“ საუბრისას.