ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ღიაა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ღიაა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ღიაა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად. „სიენენისცნობით, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ „ყოველთვის ღიაა დამატებითი სანქციებისთვის“.

„მე ვისაუბრებ „დიდი შვიდეულის“ წევრებთან მიმდინარე კვირაში იმის შესახებ, თუ რას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვას, ასევე რუსეთის უმსხვილესი ბანკის „სბერბანკის“ და სხვა კომპანიების სვიფტის სისტემიდან გათიშვას, სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლისთვის მაუწყებლობის აკრძალვას და ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩამდენი პირების „შავ სიაში“ შეყვანას“.

ამასთან, დამატებითი სანქციები დააწესა ბრიტანეთმა. ლონდონმა შავ სიაში შეყვანა კიდევ 63 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის რუსული მედიაკომპანიები და მათი მფლობელები.