ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აპირებს, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნა კონგრესს გაუგზავნოს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აპირებს, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნა კონგრესს გაუგზავნოს

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის აპირებს, კონგრესს გაუგზავნოს გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნა ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად.

როგორც ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა, უსაფრთხოების პაკეტი, რომელსაც კონგრესს უგზავნის არის უპრეცედენტო ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.

„ჩვენი კრიტიკული პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის, ისრაელისა და უკრაინის, არის ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც გადაიხდის დივიდენდებს ამერიკის უსაფრთხოებისთვის თაობების განმავლობაში. დაგვეხმარება, დავიცვათ ამერიკული ჯარები საფრთხისგან. დაგვეხმარება, ავაშენოთ სამყარო, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისრაელში აქვთ ის, რაც სჭირდებათ ხალხის დასაცავად დღეს და ყოველთვის. უსაფრთხოების პაკეტი, რომელსაც მე ვუგზავნი კონგრესს არის უპრეცედენტო ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. უკრაინასთან დაკავშირებით, ვთხოვ კონგრესს, დარწმუნდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ უკრაინისთვის იმ იარაღის გაგზავნა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაცავად შეუფერხებლად. ასე რომ, უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინის სისასტიკე უკრაინაში“, – აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტი.