ჯო ბაიდენი - 39 დღეში აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ხელახლა შეუერთდება
ჯო ბაიდენი - 39 დღეში აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ხელახლა შეუერთდება

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას შედეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, აშშ კლავ შეუერთდება კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას.

ბაიდენმა ამის შესახებ საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.

„ამ დღეს, ხუთი წლის წინ, მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმების მისაღებად შეიკრიბა და 39 დღეში, აშშ მას ხელახლა შეურთდება. ჩვენ გავაერთიანებთ მსოფლიოს, რათა ჩვენი პროგრესი უფრო სწრაფად წავწიოთ წინ და კლიმატურ კრიზისს გავუმკლავდეთ“, – წერს ბაიდენი.

2015 წლის დეკემბერში მსოფლიო ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეემცირებინათ „სათბურის გაზების“ გამოყოფა. 2016 წელს აშშ-მა და თითქმის ყველა სხვა ქვეყანამ კლიმატის ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, თუმცა, 2020 წლის 4 ნოემბერს, აშშ-მა პარიზის შეთანხმება დატოვა და პირველი და ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.

აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება. სხდომაზე ჯო ბაიდენს გამარჯვებულად ფორმალურად დაამტკიცებენ.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20-21 იანვარს გაიმართება.