ჯო ბაიდენი 19 მაისს, თეთრ სახლში შვედეთის პრემიერსა და ფინეთის პრეზიდენტს უმასპინძლებს

08:31, 18.05.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 19 მაისს თეთრ სახლში შვედეთის პრემიერ-მინისტრს და ფინეთის პრეზიდენტს უმასპინძლებს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიენენის“ ცნობით, შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი იქნება, ასევე ლიდერები ისაუბრებენ ევროპის უსაფრთხოებაზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააფიქსირეს. აშშ-ის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ფინეთისა და შვედეთის ამ გადაწყვეტილებისადმი მხარდაჭერა ღიად გამოხატეს.

მსგავსი