ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნის შემდეგ, სამართალდამცველები ჯორჯ სოროსის კუთვნილ შენობებს იცავენ
ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნის შემდეგ, სამართალდამცველები ჯორჯ სოროსის კუთვნილ შენობებს იცავენ

ნიუ-იორკის პოლიცია სოროსის კუთვნილ შენობებს იცავს. მილიარდერის სახლთან ანტიტერორისტული რაზმები პატრულირებენ. აღნიშნული ზომები პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

სნაიპერები და მეტალოდეტექტორებით აღჭურვილი პოლიცილები სოროსის ფონდის „ღია მმართველობის“ ოფისთანაც არიან მობილიზებულები.

New York Times-ის ცნობით, ცნობილი მილიარდერის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა საფოსტო ყუთში იპოვეს. ამ დროს თავად ჯორჯ სოროსი სახლში არ იმყოფებოდა.

გამოძიების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღჭურვილი იყო დეტონატორით. ის გამნაღმველებმა გაანადგურეს.

როგორც ირკვევა, ასაფეთქებელი დარაჯმა აღმოაჩინა. მისი ყურადღება უცნაურმა კონვერტმა მიიქცია. აშშ-ის ფოსტაში აცხადებენ, რომ ამანათი სოროსის სახლთან მათ თანამშრომლებს არ მიუტანიათ.

ჯერ უცნობი რჩება ფინანსისტზე თავდასხმის მოტივი. New York Times-ი წერს, რომ ბოლო დროს სოროსი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტების დაფინანსებაში დაადანაშაულეს.