იტალიაში ცნობილი ველომარათონი „ჯირო დ’იტალია“ დასრულდა. ბოლო, 21-ე ეტაპი სემ ბენეტმა მოიგო, რომელმაც ფინიშზე ელია ვივიანისა და ჟან-პიერ დრუკერს აჯობა.
საერთო ჩათვლაში გამარჯვება Team Sky-ის ლიდერმა, ბრიტანელმა კრის ფრუმმა მოიპოვა. „ტურ დე ფრანსის“ ოთხგზის ჩემპიონისთვის ეს პირველი ტრიუმფია იტალიურ ველომარათონში. მანამდე ის ორჯერ მონაწილეობდა „ჯიროში“: 2009 წელს 34-ე ადგილზე გავიდა, ერთი წლის შემდეგ კი დისკვალიფიკაცია მიიღო.
გენერალურ კლასიფიკაციაში მეორეზე გავიდა ტომ დუმოლენი, მესამეზე – მიგელ ანხელ ლოპეს მორენო.
„ჯირო დ’იტალიას“ დიდი ნაწილი ბრიტანელი სიმონ იეიტსი ლიდერობდა, მაგრამ მე-19 ეტაპზე მან 38 წუთი წააგო და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.