ტურ დე ფრანსის ჩემპიონი დოპინგზე ჩავარდა
ტურ დე ფრანსის ჩემპიონი დოპინგზე ჩავარდა

თანამედროვე ველოსპორტის მთავარი ვარსკვლავის, Team Sky-ის წევრის, კრის ფრუმის დოპინგსინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ტესტი აღებულია 2017 წლის „ვუელტას“ ერთ-ერთი ეტაპის შემდეგ, – წერს ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის (UCI) ოფიციალური ვებგვერდი. ბრიტანელის ორგანიზმში აღმოჩენილია სალბუტამოლის მაღალი კონცენტრაცია. ეს ნივთიერება არ არის აკრძალული და მას არ სჭირდება თერაპიული თანხმობა, მაგრამ ფრუმმა დაშვებულ ნორმას ორჯერ გადააჭარბა.

თავად ბრიტანელმა განაცხადა, რომ ასთმა აქვს და ინჰალატორს იყენებს, რომელიც სალბუტამოლს შეიცავს.
მოგვიანებით, ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა გადაწყვიტა – არ დასაჯოს ფრუმი დადებითი დოპინგტესტისთვის.

UCI-ს ანტისადოპინგო წესების შესაბამისად, სალბუტამოლი ვერ გახდება ველომრბოლის აუცილებელი დისკვალიფიკაციის მიზეზი“, – წერია UCI-ს განცხადებაში.

ფრუმმა 2017 წლის „ვუელტაზე“ გამარჯვება მოიპოვა. მის ანგარიშზეა აგრეთვე ბოლო ხუთ „ტურ დე ფრანსზე“ ოთხი მოგება (2013, 2015, 2016, 2017).