ჯინობილის ვარსკვლავები და მარადონა აცილებენ
ჯინობილის ვარსკვლავები და მარადონა აცილებენ

„სან ანტონიო სპურსის” მცველმა მანუ ჯინობილიმ, რამდენიმე დღის წინ, კარიერის დასრულების შესახებ ოფიცილურად გამოაცხადა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამჟამინდელი და ყოფილი ვარსკვლავები ​ჯინობილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

ლებრონ ჯეიმსი: “მადლობა იმისთვის, რომ კალათბურთში სწორი ნაბიჯით იარე. მადლობა მეტოქეობისთვის!”

კობი ბრაიანტი: “შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ, ჩემო მეგობარო და ერთ-ერთი საუკეთესო, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მიიღე სიამოვნება კალათბურთის შემდგომი ცხოვრებისგან, hermano (“ძმა” ესპანურ ენაზე). შენ იმსახურებ ამას და ბევრ სხვა რამეს”.

დუეინ უეიდი: “ერთ-ერთი საუკეთესო, ვისაც ოდესმე კალათბურთი უთამაშია. მადლობა, რომ შენი წვლილი შეიტანე ამ თამაშში და აჩვენე მოთამაშეებს მთელს მსოფლიოში, რას ნიშნავს ნამდვილი ჩემპიონი”.

დირკ ნოვიცკი: “გილოცავ შესანიშნავ კარიერას. ბრწყინვალე მოთამაშე, დაუჯერებელი მეტოქე. გამარჯვებული, შემდეგი გაჩერება: დიდების დარბაზი”.

სტივ ნეში: “შესანიშნავი მოთამაშე! დიდი პატივი იყო შენს წინააღმდეგ თამაში. სიამოვნებით ვადევნებდი თვალს შენს სიდიადეს. გილოცავ!”

კრის პოლი: “მადლობა, რომ ასეთი დაუმორჩილებელი იყავი მოედანზე. შენ ერთი თაობით წინ იყავი და შეცვალე თამაში”.

ჯეისონ კიდი: “ერთ-ერთი უნიკალური მოთამაშე, ვის წინააღმდეგაც მიწევდა თავის დაცვა. შენ თამაში შეცვალე. გილოცავ დიად კარიერას! მალე გიხილავ დიდების დარბაზში”.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამაც პატივი მიაგო ჯინობილის კარიერას. მან თავის “ინსტაგრამში” კალათბურთელთან გადაღებული ფოტო განათავსა და მას მიაწერა: “არგენტინის ეროვნული სიამაყე”.