ჯინა ჰასპელი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
ჯინა ჰასპელი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ჯინა ჰასპელი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი ქალი გახდა. ჯინა ჰასპელის ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრნენ.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ში არ მოიძებნება უფრო მეტად კვალიფიციური კანდიდატი ამ განსაკუთრებული თანამდებობისთვის, ვიდრე ჯინა ჰასპელია.

აშშ-ის სენატმა ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად 17 მაისს დაამტკიცა. ჯინა ჰასპელის დანიშვნას 54 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 45 იყო.