ჯინ შაჰინი - საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს დემოკრატიისთვის რეგიონსა და მსოფლიოში
ჯინ შაჰინი - საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს დემოკრატიისთვის რეგიონსა და მსოფლიოში

საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს დემოკრატიისთვის რეგიონსა და მსოფლიოში, – აცხადებს სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენასთან დაკავშირებით.

ჯინ შაჰინი მოუწოდებს სენატს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ მიღწეული შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას.

​„მე ვამაყობ, რომ შევუერთდი სენატორებს, ჯონსონსა და რიშს, მოვუწოდებ სენატს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კვირის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. მინდა, მივულოცო საქართველოს ამ შეთანხმების მიღწევა, თუმცა ახლა რთული სამუშაო იწყება.

ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ასახავს ჩვენს მოლოდინებს, რომ საქართველო სრულად განახორციელებს შეთანხმების პირობებს, რომელიც საშუალებას იძლევა დემოკრატიამ გაიმარჯვოს.

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც რეაგირებს არსებულ აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე. ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს ქვეყნის დემოკრატიისთვის რეგიონში და მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას და მის ხალხს დინამიური დემოკრატიის მშენებლობაში“, – აცხადებს ჯინ შაჰინი.

სენატორებმა ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა წარადგინეს ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მიერ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად 19 აპრილის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას.