ირაკლი კობახიძე​ საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა

23:03, 29.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა, რომელიც „თბილისი არენაზე“ გაიმართა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 92:78 დასრულდა.

მატჩის შემდეგ მთავრობის მეთაური ქართველ კალათბურთელებს შეხვდა, მათ გამარჯვება მიულოცა და შემდგომ შეხვედრებში წარმატებები უსურვა.

„სასწაული მოახდინეთ. ეს თითოეული თქვენგანის გმირობის შედეგია. განსაკუთრებული მადლობა კაპიტანს, მწვრთნელს, თითოეულ თქვენგანს. გილოცავთ და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი