ანა წითლიძე – ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა, უცნაურია, რა შემოსავლებით? საერთოდ, რა ხდება, ხომ არ იცით? ვულოცავ ჩერგოს, მთელი ალიანსი კარგად კი ამოუსვამს იღლიაში

20:55, 29.11.2026

ჩერგოს ვულოცავ, მთელი ალიანსი კარგად კი ამოუსვამს იღლიაში. Go ჩემო აღაია, უნდა ვნახო, ბოლომდე როგორ გააფარჩაკებ, შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, კანალიზაცია გვარამიას და სუტინიორ გიგი წერეთელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული გუშინდელი აქციის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.

„დღის ბოლოს რაც გავიგეთ, შემდეგია:

გვარამიამ ბოლოს მაინც კომენტარებში ამოხეთქა და თქვა: აბა, 40 მლნ-ის აღებას რომ მაბრალებდით, რა გეგონათო?

ჩერგომ კვერი დაუკრა — აბა, რა ეგონათო.

გიგი წერეთელი, იმის შიშით, ჩერგომ ისევ სუტინიორი არ დამიძახოსო, გაიყუსა.

ლევან ცუცქირიძემ — მე არ ვიცოდიო, ენმ-ს სიტყვით გამოსვლაზე თუ უარი უთხრეს, ჩემთვის რომ ეთქვათ, რამეს ვიზამდიო.

უცნაურია. მჯერა, რომ არ უთხრეს, მაგრამ თუ იმ ალიანსში არაფერს გეკითხებიან და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, მანდ რა გინდათ? ანუ კიდიხართ?

„სტრატეგია აღმაშენებელმაც“ — მეც არ ვიცოდიო.

გაგიჟება შეიძლება.

ზურა გირჩმა ისეთი კომენტარი გააკეთა, დაბოლილები რომ აკეთებენ ხოლმე და თან მაგრად წვალობენ.

ამასობაში გაირკვა, რომ ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა.

უცნაურია, ღმერთმანი, რა შემოსავლებით?

საერთოდ, რა ხდება? ვინმემ ხომ არ იცით?

ჩერგოს ვულოცავ — მთელი ალიანსი კარგად კი ამოუსვამს იღლიაში.

Go ჩემო აღაია, უნდა ვნახო ბოლომდე როგორ გააფარჩაკებ, შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, კანალიზაცია გვარამიას და სუტინიორ გიგი წერეთელს.

ხვალიდან უკვე საკონსტიტიცოს განხილვები განახლდება და მე ჩემი გამჭირვებია“, – წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.

მსგავსი