ჯიმი ტაბიძემ მზადება თურქულ გუნდში დაიწყო #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძე თურქულ „ქაისერისპორს“ შეუერთდა და ახალ გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადება დაიწყო.
„ქაისერისპორის“ საკლუბო ტელევიზიის ინფორმაციით, 30 წლის ცენტრალურმა მცველმა სამედიცონო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელიც ბოლო სეზონში თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უკან დაბრუნება დაისახა.
ტაბიძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და კაპიტანი. ხოლო 2017 წლიდან საქართველოს ეროვნულ გუნდში იწვევდნენ, „ჯვაროსნების“ ფორმით 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.