ჯიმი ტაბიძე წლის ალტერნატიულ სიმბოლურშია
ჯიმი ტაბიძე წლის ალტერნატიულ სიმბოლურშია

ჯიმი ტაბიძე გამოცემა „ევრო-ფუტბოლმა“ (Euro Football) რუსეთის დასრულებული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრის ალტერნატივად წარადგინა.

გამოცემამ სეზონის საუკეთესო მოთამაშეებისგან წლის 11 რჩეული ფეხბურთელი დაასახელა, ცენტრალურ მცველებში კი ერთ-ერთი „ზენიტის” მცველი დუგლას სანტოსი იყო, მის ალტერნატივად კი საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი დაასახელა,

„ყოველ თამაშზე ეს მცველი უდიდეს სამუშაოს ასრულებს.შეტევაში ხშირად არ ერთვება. სამაგიეროდ, ყველა მატჩში საშუალოდ სამ ართმევას ახერხებს,“ – წერს გამოცემა.

24 წლის ქართველი მცველი რუსეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ის ერთდროულად გამოარჩიეს რუსული პრემიერლიგის ოფიციალურმა პარტნიორმა „მარტ ტვ“-მ, „ვსიო პრო ფუტბოლ“-მა და „ნიუს.რუ“-მ.