ჯიმ რეტკლიფმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხუთი სატრანსფერო წესი დაუდგინა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა კლუბისთვის სატრანსფერო მუშაობის წუთი წესი დაადგინა, – წერს გაზეთი The Sun-ი. მათი არსი შემდეგში მდგომარეობს:
- ახალი ფეხბურთელებისთვის ასაკის ზედა ზღვარი – 25 წელი;
- არ გაიფორმონ სუპერვარსკვლავები;
- თამაშის სტილს დაადგენს ტექნიკური დირექტორი ჯეისონ უილკოქსი;
- მწვრთნელს შეეკითხებიან არა კონკრეტულ მოთამაშეზე, არამედ პოზიციაზე, რომელიც საჭიროებს გაძლიერებას;
- ხელმძღვანელობა მწვრთნელს ასარჩევად შესთავაზებს სამ მოთამაშეს თითოეულ პოზიციაზე.
2023-24 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მერვე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში, აგრეთვე მოიგო ინგლისის თასი.