ჯიმ ო’ბრაიენი - ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა ავიცილოთ სანქციების გვერდის ავლა, ჩამოვედით საქართველოში, რათა ავსახოთ თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს
ჯიმ ო’ბრაიენი - ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა ავიცილოთ სანქციების გვერდის ავლა, ჩამოვედით საქართველოში, რათა ავსახოთ თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს

ეს ინტერვიუ „იუთუბზეა“ და შეგიძლიათ ნახოთ, რეალურად რა ვთქვი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურ დირექტორთან, კუმარ აიერთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს კითხვა დაუსვეს, ერთ-ერთ საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ მის განცხადებაზე, რომ მან საქართველო სანქციებთან მიმართებაში პრობლემური ქვეყნების სიაში დაასახელა.

„დღეს აქ რისი ხაზგასმაც მინდა, არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან. ვიცით, რომ რუსეთს სურს, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია მათი ომის მანქანის დაფინანსებისა და უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ სანქციების გვერდის ავლა. რაც ვიხილეთ ამ რამდენიმე ქვეყანაში, არის მათი პოლიტიკის გამკაცრების მცდელობები, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ეს ვიხილეთ საჯარო განცხადებებით თურქეთსა და ყაზახეთში, ასევე ძალიან ინტენსიური სამუშაოები სამთავრო სააგენტოების მიერ, ისევე როგორც საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნებთან, რომლებსაც მოუწიათ პოლიტიკის შეცვლა და ჩამოვედით საქართველოში, რათა ავსახოთ ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.