ჯიჰადისტურ ორგანიზაცია ტაჰრირ ალ-შამს იდლიბის რეგიონში რუსეთ-თურქეთის შეთანხმების დაცვა სურს
ჯიჰადისტურ ორგანიზაცია ტაჰრირ ალ-შამს იდლიბის რეგიონში რუსეთ-თურქეთის შეთანხმების დაცვა სურს

სირიაში მოქმედ ჯიჰადისტურ ორგანიზაცია, ტაჰრირ ალ-შამს იდლიბის რეგიონში რუსეთ-თურქეთის შეთანხმების დაცვა სურს. დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ამ გზით იდლიბის პროვინციაზე სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმას აირიდებენ.

ტაჰრირ ალ-შამი მთავარ ამოცანად თავის კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დაცვას ასახელებს. ჯიჰადისტები ამბობენ, რომ რუსეთმა არ უნდა იცრუოს.

მოსკოვისა და ანკარას შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა უკვე გამოხატა თურქეთთან დაკავშირებულმა ამბოხებულმა დაჯგუფება „ეროვნული გათავისუფლების ფრონტმა“.

რუსეთ-თურქეთის შეთანხმების მიხედვით, იდლიბში დემილიტარიზებული ზონა უნდა შეიქმნას და ტერიტორია მძიმე შეირაღებამ და ტერორისტულმა ჯგუფებმა უნდა დატოვოს. შეთანხმების განხორციელების ბოლო ვადა 15 ოქტომბერია.