ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 139 ადამიანი დაიღუპა, 84 კი დაკარგულად ითვლება
ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 139 ადამიანი დაიღუპა, 84 კი დაკარგულად ითვლება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 15 ბავშვია. მათივე ცნობით, 8 ოქტომბრის ღამით ჯიბუტიდან იემენში მიმავალი ნავი ქალაქ ობოკის ჩრდილოეთით ჩაიძირა.
ამასთან, მაშველებმა 80-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ყველა მათგანი ეთიოპიის მოქალაქე იყო.
„ეს სიცოცხლის დამანგრეველი დანაკარგია. ჩვენი ფიქრები გადარჩენილებთან და ოჯახებთანაა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები ან არ იციან ნათესავების ბედის შესახებ“, – განაცხადა ჯიბუტიში IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კოისაკმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ჯიბუტის გავლით ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს ჩრდილოეთით გადაადგილებას და ბაბ ელ მანდების სრუტის გადაკვეთას. IOM-ის მონაცემებით, ამ მარშრუტის გადაკვეთისას 2025 წელს 900-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.