ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ დაასახელეს მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები #1TVSPORT
PARIS, FRANCE – OCTOBER 10: Adrien Rabiot #14, Dayot Upamecano #4, Mike Maignan #16, Hugo Ekitike #9, William Saliba #17, Kehphren Thuram #19, Theo Hernandez #22, Kingsley Coman #7, Michael Olise #11, Malo Gusto #2 and captain, Kylian Mbappe #10 of Team France pose during the FIFA World Cup 2026 qualifier match between France and Azerbaijan at Parc des Princes on October 10, 2025 in Paris, France. (Photo by Xavier Laine/Getty Images)
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა მეორე ტური, რის შემდეგაც ცნობილია შვიდი გუნდი, რომლებმაც გაინაღდეს პლეი ოფში თამაში: მექსიკა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, არგენტინა და კოლუმბია. დაკარგეს ბრძოლის გაგრძელების შანსი ჰაიტიმ, თურქეთმა, ტუნისმა, იორდანიამ და პანამამ.
ბუკმეიკერებმა მეორე ტურის შემდეგ განაახლეს კოეფიციენტები ტურნირის მოგებაზე. მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ საფრანგეთს, რომლის გამარჯვებაზე კოეფიციენტია – 5.20. პირველი ტურის შემდეგ ეს მაჩვენებელი დიდიე დეშამის გუნდისთვის იყო – 5.00.
საუდის არაბეთის დამარცხების შემდეგ, აიწია ესპანეთის ნაკრების შანსები – 6.5 (პირველი ტურის შემდეგ იყო – 7.00).
ინგლისის ნაკრების ჩემპიონობაზე კოეფიციენტია – 7.50. მანამდე იყო 7.00, მაგრამ იმოქმედა განასთან ფრემ. ასევე 7.50 არის კოეფიციენტი იმაზე, რომ არგენტინა შეინარჩუნებს ტიტულს. პირველი ტურის შემდეგ არგენტინის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი იყო – 9.00.
უზბეკეთის განადგურების შემდეგ არ შეცვლილა პორტუგალიის შასები – 10.00. ბრაზილიის ჩემპიონობაზე კოეფიციენტია – 15.00 (იყო – 12.00). იგივეა გერმანიის შემთხვევაში (კოეფიციენტი არ შეცვლილა). ნიდერლანდების ნაკრების კოეფიციენტი უდრის 17.00-ს (იყო – 19.00).
ამით ფავორიტთა სია სრულდება. მეორე ეშელონის ნაკრებებიდან სხვებზე მეტი შანსი მიაკუთვნეს ნორვეგიას, მაროკოსა და აშშ-ს. მათი კოეფიციენტი ჩემპიონობაზე უდრის 35.00-ს.