ჯგუფ „როქსეტის“ სოლისტი გარდაიცვალა
ჯგუფ „როქსეტის“ სოლისტი გარდაიცვალა

ჯგუფ „როქსეტის“ (Roxette) სოლისტი მარი ფრედერიქსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვედი მომღერლის გარდაცვალების შესახებ უცხოური მედია წერს.

მედიის ცნობით, მომღერალი 9 დეკემბერს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 2002 წელს მას ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. მომღერალს ოპერაცია ჩაუტარდა. 2005 წელს ოფიციალურად ითქვა, რომ ფრედერიქსონი საბოლოოდ განიკურნა.

ჯგუფმა „როქსეტიმ“ 1986-დან 2016 წლამდე იარსება.