ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლს რეჟისორი ზაზა ორაშვილი საგურამოში გადაიღებს
ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლს რეჟისორი ზაზა ორაშვილი საგურამოში გადაიღებს

ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ჯგუფ „ირიაოს“ სიმღერაზე „შენი გულისთვის“ ვიდეორგოლს რეჟისორი ზაზა ორაშვილი გადაიღებს. გადაღებები ხვალ საგურამოში დაიწყება. ვიდეორგოლში ჯგუფ “ირიაოსთან“ ერთად „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ევროვიზიაზე საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით მალაზონია, არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროვიზიაზე ქართული სიმღერა შესრულდება. ვიდეორგოლის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში პირველი არხის ეთერში შედგება.

ასევე ზაზა ორაშვილი იზრუნებს ჯგუფ „ირიაოს“ სასცენო ვერსიაზეც, რომელსაც მაყურებელი უკვე 10 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში შეაფასებს.