Jerusalem Post-ი - ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“ ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
Jerusalem Post-ი - ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“ ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“, – ინფორმაციას გამოცემა Jerusalem Post-ი ავრცელებს. ქნესეთში კანონპროექტი პარტია „იეშ ატიდმა“ წარადგინა.

პარტიის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ისრაელის პარლამენტმა გენოციდის აღიარების კანონპროექტს, მით უმეტეს, რომ პარლამენტი იმ ხალხმა აირჩია, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე, ციპი ხოტოველი ამბობს, რომ საკითხის სირთულიდან და სავარაუდო დიპლომატიური შედეგებიდან გამომდინარე, ისრაელი აღნიშნული საკითხის მიმართ ოფიციალურ პოზიციას არ დაიკავებს.

Jerusalem Post-ი წერს, რომ პარლამენტის სპიკერმა, იული ედელშტეინმა 2015 წელს მთავრობას პოზიციის ცვლილებისკენ მოუწოდა, 2016 წელს კი ქნესეთის განათლების კომიტეტმა გენოციდი აღიარა.