სერია A-ს მეპატრონე, დან სუკუ რუმინეთის სუპერლიგიდან პირველ ტრანსფერს ამზადებს – „ჯენოაში“, რომლის საკონტროლო პაკეტიც გასულ კვირას შეიძინა, კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ქართველი ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის გადაყვანა სურს – ინფორმაციას რუმინული გამოცემა sport.ro ავრცელებს.
„23 წლის ფეხბურთელი, რომელიც კრაიოვას გუნდს 2024 წლის დასაწყისში შეუერთდა, სწრაფად შეეგუა „უნივერსიტატეას“ და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. მისი კარგი თამაში კი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერი საკმაოდ ხელმისაწვდომად ფასდება. ის რუმინეთში თამაშობს და ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია – ის კრაიოვას „უნივერსიტეტეას“ 23 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილია“, – ამტკიცებს გამოცემა.
23 წლის ანზორ მექვაბიშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და იანვარში კრაიოვას „უნივერსიტეტეაში“ 750 000 ევროს სანაცვლოდ ჩაირიცხა. 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, რომლის ტრანსფერიც 1,2 მილიონ ევროდაა შეფასებული, მიმდინარე სეზონში „უნივერსიტატეაში“ 14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ჯენოა“ 16 ქულით მე-13 ადგილზეა. მექვაბიშვილი საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის ფორმითაც 19 მატჩი ჩაატარა – მათ შორის, ევრო 2025-ზე.