ჯენ ფსაკი - 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი რომ ავღანეთში დაგვეტოვებინა, ამერიკა „თალიბანთან“ ომში იქნებოდა
ჯენ ფსაკი - 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი რომ ავღანეთში დაგვეტოვებინა, ამერიკა „თალიბანთან“ ომში იქნებოდა

2 500 ამერიკელი ჯარისკაცი რომ ავღანეთში დაგვეტოვებინა, ამერიკა „თალიბანთან“ ომში იქნებოდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, სენატში გამართულ მოსმენაზე, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ამერიკის მთავრობას 2 500 ამერიკელი ჯარისკაცის დატოვება ურჩია.

ჯო ბაიდენმა კი, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას არასდროს მიუღია არანაირი რეკომენდაცია ავღანეთში ჯარის ნაწილის დატოვების საკითხზე.