ჯემალ გამახარია - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება თავისუფალი სამყაროს სირცხვილია
ჯემალ გამახარია - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება თავისუფალი სამყაროს სირცხვილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება თავისუფალი სამყაროს სირცხვილია.

„2019 წელს საქართველომ შვა კიდევ ერთი ეროვნული გმირი ვაჟა გაფრინდაშვილის სახით. მინდა, მას მივესალმო და მის ოჯახს მხარდაჭერა, სოლიდარობა გამოვუცხადო. როგორც ხედავთ, გმირობისთვის განსაკუთრებული არაფერია საჭირო. საჭიროა, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და ღირსების გრძნობა, რომელიც მოჭარბებულად აღმოაჩნდა ამ ადამიანს. მან თავისუფლად გადალახა მავთულხლართები ისე, რომ იცოდა, დააპატიმრებდნენ. მაგრამ, საკუთარი თავი არაფრად ჩააგდო. ის, იმ ჯალათებს ეუბნება, რომ არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და საქართველოს შიგნით არავითარ საზღვრებს არ ცნობს. ამის გამო ეს ადამიანი პატიმარია. ესაა მსოფლიოს, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს სირცხვილი. საყოველთაო სირცხვილია, რომ 2019 წელს, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა გვაქვს ევროპაში. როგორ შეიძლება, ევროპაში ეს ხდებოდეს. იმედი მაქვს, რომ ახალ წელს, ჩვენი გმირი თავის ოჯახთან ერთად შეხვდება“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.