„მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა ჯეკ გრილიშმა, შესაძლოა, დატოვოს გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
როგორც ჟურნალისტი საიმონ ფილიპსი სოციალურ ქსელში წერს, ლონდონის „ჩელსი“ ეძებს შემადგენლობის გაძლიერების გზებს და ამ მიზნით გრილიშის შეძენა დაგეგმა.
ჯეკ გრილიშს „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. მისი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს. ამ სეზონში ინგლისელმა 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.