„ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი იანუშ ბუგაისკი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კრემლისთვის სასარგებლოდ თამაშობს, როდესაც ცდილობს არეულობის გაღვივებას და უსაფრთხოების სამსახურებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს
„ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი იანუშ ბუგაისკი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კრემლისთვის სასარგებლოდ თამაშობს, როდესაც ცდილობს არეულობის გაღვივებას და უსაფრთხოების სამსახურებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კრემლისთვის სასარგებლოდ თამაშობს, როდესაც ცდილობს არეულობის გაღვივებას, გააღრმავოს საზოგადოების პოლარიზაცია და ლეგიტიმაცია დაუკარგოს ინსტიტუტებს, როდესაც უსაფრთხოების სამსახურებს მოუწოდებს დაუმორჩილებლობისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია გავლენიან ამერიკული გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

როგორც ვაშინგტონში განლაგებული „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი იანუშ ბუგაისკი წერს, მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ დაასრულა დემოკრატია და მისდევს პრომოსკოვურ პოლიტიკას, თუმცა „საქართველოს მთავრობა ერთგულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ეწინააღმდეგება რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას“.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„მთავრობამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, გაატარა საარჩევნო რეფორმა, რაც შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან და რაც უზრუნველყოფს მეტ პროპორციულ წარმომადგენლობას მუნიციპალიტეტების დონეზე და გაზრდის მრავალპარტიული საკრებულოების ჩამოყალიბების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა „ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი არჩევნების დისკვალიფიკაციას ცდილობს“, რაც მისი თქმით, ძალიან ჰგავს ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანაში განხორციელებულ „ძირის გამომთხრელ ქმედებებს“. მას ასეთი ქვეყნების მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი მოჰყავს.

„საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტია რეგულარულად ამტკიცებს, რომ არჩევნებზე მასობრივ თაღლითობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და აშშ-ის დემოკრატიის ხელშეწყობის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიგნებებს. საქართველოს პროგრესი დაადასტურა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ, რომლის შეფასებითაც, ადგილობრივი არჩევნები იყო კონკურენტული, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ადმინისტრირებული. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კიდევ ერთი მანდატი, როდესაც მიიღო ამომრჩეველთა 47%-ის მხარდაჭერა ადგილობრივი არჩევნებისთვის შედარებით მაღალი აქტივობის პირობებში. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 31%.

არჩევნების ღამეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საიდუმლოდ დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა ის დააკავეს წარსულში ძალაუფლების გადამეტებისთვის. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ დაასრულა დემოკრატია და მისდევს პრომოსკოვურ პოლიტიკას, თუმცა საქართველოს მთავრობა ერთგულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ეწინააღმდეგება რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას. ყოფილი პრეზიდენტი კრემლისთვის სასარგებლოდ თამაშობს, როდესაც ცდილობს არეულობის გაღვივებას, გააღრმავოს საზოგადოების პოლარიზაცია და ლეგიტიმაცია დაუკარგოს ინსტიტუტებს, როდესაც უსაფრთხოების სამსახურებს მოუწოდებს დაუმორჩილებლობისკენ“, – ნათქვამია საავტორო სტატიაში.

დატოვე კომენტარი