ჯეიმს ო’ბრაიენი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-თან თანამშრომლობით

02:58, 04.05.2024

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

როგორც ო’ბრაიენი აღნიშნავს, ინტერვიუში განაცხადა, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა თავის პარტნიორებთან და მათ შორის აშშ-თან თანამშრომლობით“, – წერს ო’ბრაიენი.

მსგავსი