ლივერპულის ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი აცხადებს, რომ ოთხშაბათს მანჩესტერ იუნაიტედს უქომაგებს, თუმცა მატჩის ყურებას არ აპირებს.
„ცხოვრებაში პირველად“, – უპასუხა მილნერმა ჟურნალისტის შეკითხვას, უქომაგებდა თუ არა მანჩესტერულ დერბიში იუნაიტედს, – „თუმცა თამაშის ყურებას არ ვაპირებ. ენერგიის ტყუილად ხარჯვა მგონია. არც კი ვიცი, რას გავაკეთებ. შეიძლება გავისეირნო ან საჭმელი მივირთვა სადმე“.
ლივერპული 1990 წლის შემდეგ თავის პირველ ჩემპიონობას უმიზნებს. მერსისაიდელებს 25 მატჩიდან 88 ქულა აქვთ, პეპ გვარდიოლას გუნდს კი ერთი მატჩით ნაკლები და 86 ქულა.
წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ლივერპულს სამი მატჩი რჩება, მანჩესტერ სიტის კი ოთხი.