ჯეიმს მილნერი „ბრაიტონში“ ითამაშებს #1TVSPORT
ჯეიმს მილნერი „ბრაიტონში“ ითამაშებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ვეტერანი ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი „ბრაიტონში“ გადადის სათამაშოდ.

37 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით გარიგება შეთანხმებულია, – ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

ჯეიმს მილნერი „ბრაიტონის“ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა. მისი კონტრაქტი ახალ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

მილნერი „ლივერპულში“ 2015-16 წლების სეზონიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 27 მატჩია.