ჯეიმს მეტისი - რუსეთმა სერგეი სკრიპალი ნატო-ს ერთობაში განხეთქილების შესატანად მოწამლა
ჯეიმს მეტისი - რუსეთმა სერგეი სკრიპალი ნატო-ს ერთობაში განხეთქილების შესატანად მოწამლა

რუსეთმა ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი ნატო-ს ერთობაში განხეთქილების შესატანად მოწამლა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ამას ეჭვებისა და კამათის გამოწვევით ცდილობს, იმაზე თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.

„რუსეთს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროპის პარტნიორი, თუმცა მოსკოვმა ამის ნაცვლად აირჩია იყოს სტრატეგიული კონკურენტი“, – აღნიშნა მეტისმა.

ჯეიმ მეტისი აღნიშნავს, რომ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის გამო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პასუხისმგებლობის აღებაზე უარი სერიოზულად ვერ მიიღება. მისი თქმით, სოლსბერის ინციდენტი აშკარად შეიცავდა „მასობრივი განადგურების იარაღის“ გამოყენების ფაქტს.

თავდაცვის მდივნის თქმით, სოლსბერის ინციდენტი იყო რუსეთის ქმედებების ნიმუშის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს უკრაინაში დაიწყო, სადაც მოსკოვმა ამომცნობი ნიშნის გარეშე ფორმიანი, შეიარაღებული პირები ყირიმში გაგზავნა და უკრაინელ სეპარატისტებად თავის გასაღებით მებრძოლები იარაღით მოამარაგა. მოგვიანებით კი, შენიღბული მცდელობები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად განაგრძო.

დატოვე კომენტარი