ჯეიმს მეტისი - პენტაგონი ავღანეთში დამატებით ათასი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს
ჯეიმს მეტისი - პენტაგონი ავღანეთში დამატებით ათასი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს

პენტაგონი ავღანეთში დამატებით ათასი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.

„გამოვაცხადეთ სტრატეგია და სავარაუდო ციფრები. თუ ვინმეს მხედველობაში აქვს დამატებით 1000 ან 5000 სამხედრო, მსგავსი გეგმები არ გვაქვს“, – განაცხადა მეტისმა.

პენტაგონის მონაცემებით, “თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 15%-ს აკონტროლებს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მთავრობა კი 60 პროცენტს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ავღანეთში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, საერთო ჯამში, დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აღწევს, 400-ზე მეტი კი დაშავდა.