ჯეიმს კლევერლი - რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა იყოს „ლეღვის ფოთოლი“ რუსეთის ფედერაციის გადაიარაღებისთვის
ჯეიმს კლევერლი - რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა იყოს „ლეღვის ფოთოლი“ რუსეთის ფედერაციის გადაიარაღებისთვის

რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა იყოს „ლეღვის ფოთოლი“ რუსეთის ფედერაციის გადაიარაღებისთვის, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ლონდონი ამჯობინებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას „ადრე, ვიდრე გვიან“, თუმცა ასეთი მოლაპარაკებების პარამეტრები უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს.

„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, შინაარსიანი, არ შეიძლება, იყოს მხოლოდ „ლეღვის ფოთოლი“ რუსული გადაიარაღებისთვის და ჯარისკაცების შემდგომი რეკრუტირებისთვის – იქნება ეს ვაგნერის ჯგუფიდან თუ ციხეებიდან პატიმრების გამოყვანა. ახლა რუსეთიდან არაფერი მოდის, რაც დამარწმუნებს, რომ ვლადიმერ პუტინი შედის ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად. რიტორიკა ჯერ კიდევ კონფრონტაციულია“, – თქვა ჯეიმს კლევერლიმ.