ჯეიმს ჰარდენი 2017-18 წლების სეზონის MVP გახდა
ჯეიმს ჰარდენი 2017-18 წლების სეზონის MVP გახდა

კალიფორნიის სანტა მონიკაში ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2017-18 წლების სეზონი შეაჯამა და ლაურეატები დაასახელა.

სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (NBA Most Valuable Player) „ჰიუსტონის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი გახდა. მან გამოკითხვაში აჯობა დანარჩენ ორ ნომინანტს – ლებრონ ჯეიმსს („კლივლენდი“) და ენტონი დევისს („ნიუ ორლეანი“).

გასულ სეზონში, ჰარდენი საშუალოდ მატჩში 30.4 ქულას აგროვებდა. ის „ჰიუსტონის“ პირველი მოთამაშეა 1994 წლის შემდეგ, ვინც MVP-ის პრიზი მოიპოვა.

ცერემონიაზე სხვა პრიზები ასე გადანაწილდა:

წლის მწვრთნელი – დუეინ კეისი („ტორონტო“); კონკურენტები იყვნენ ბრედ სტივენსი („ბოსტონი“) და ქუინ სნაიდერი („იუტა“).

წლის დებიუტანტი – ბენ სიმონსი („ფილადელფია“). კონკურენტები იყვნენ დონოვან მიტჩელი („იუტა“) და ჯეისონ ტატუმი („ბოსტონი“).

საუკეთესო მეექვსე მოთამაშე – ლუ უილიამსი („კლიპერსი“). კონკურენტები იყვნენ ერიკ გორდონი („ჰიუსტონი“) და ფრედ ვანვლიტი („ტორონტო“).

ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე – ვიქტორ ოლადიპო („ინდიანა“). კონკურენტები იყვნენ კლინტ კაპელა („ჰიუსტონი“) და სპენსერ დინუიდი („ბრუკლინი“).

საუკეთესო დამცველი – რუდი გობერი („იუტა“). კონკურენტები იყვნენ ენტონი დევისი („ნიუ ორლეანი“) და ჯოელ ემბიდი („ფილადელფია“).

წლის საუკეთესო გენერალური მენეჯერი გახდა დერილ მორი („ჰიუსტონი“).