ჯეიმს გილმორი - მოსკოვი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას
ჯეიმს გილმორი - მოსკოვი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას

ეუთოში აშშ-ს ელჩის განცხადებით, მოსკოვი კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას და ყირიმში საკუთარი ინტერესების გატარებას. ამის შესახებ ჯეიმს გილმორმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„კრემლი ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ ინტერესებს რკინის მუშტით აწესებს და ავიწროებს, აპატიმრებს ყირიმის მცხოვრებლებს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, ან ოკუპაციაზე მათი ოპოზიციური შეხედულებების გამო. მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“, – აცხადებს ჯეიმს გილმორი