ჯეიმს აპატურაი - ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს ვალდებულება და მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებას
ჯეიმს აპატურაი - ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს ვალდებულება და მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებას

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აპატურაი აღნიშნავს, 19 აპრილის შეთანხმება წარმოადგენს საუკეთესო გზას რეფორმებისთვის, რომლებიც საქართველოს სარგებელს მოუტანს და დაეხმარება ქვეყანას მის ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში.

„სწორედ ამიტომ საქართველომ შეთანხმების შესრულება შეიტანა წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელიც ეხმარება საქართველოს ნატო-ს შესაძლო წევრობისთვის მომზადებაში. ყველა პარტიამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, უნდა აიღოს ვალდებულება და მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, – წერს აპატურაი.

დატოვე კომენტარი