ჯეიმს აპატურაი – საქართველოს კრიზისისას ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, როგორც ახლა პანდემიის წინააღმდეგ აკეთებს

19:30, 09.04.2020

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი 9 აპრილს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს კრიზისისას ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, როგორც იქცევა ახლა პანდემიის საწინააღმდეგოდ.

„ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის იუბილეს. საქართველოს კრიზისის დროს ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, როგორც ამას ახლა ჩვენ წინაშე არსებული პანდემიის წინააღმდეგ აკეთებს“, – წერს აპატურაი „ფეისბუქში“.

მსგავსი