ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „დარწმუნებული ვარ, ქართული სტილით იზეიმეთ“

13:46, 27.05.2019

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვა ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

„ყველა ქართველ მეგობარს ვულოცავ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს (ბოდიში, ცოტა დამაგვიანდა). დარწმუნებული ვარ, ქართული სტილით იზეიმეთ“, – წერს აპატურაი.

მსგავსი