ჯეიმს აპატურაი - როდესაც გვექნება პოლიტიკური კონსენსუსი, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის აბსოლუტურად მზად იქნება უმაღლეს დონეზე
ჯეიმს აპატურაი - როდესაც გვექნება პოლიტიკური კონსენსუსი, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის აბსოლუტურად მზად იქნება უმაღლეს დონეზე

ნატო-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო აგრძელებს რეფორმებს და პრეზიდენტიც, მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესს ხელს შეუწყობს.

„საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ამ საკითხზე კონსენსუსი, რათა საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა ნატო-ს გენერალურ მდივანს, რა გვაქვს ერთად გასაკეთებელი და ჩვენ ერთად ვმუშაობთ პოლიტიკურ კონსენსუსზე, ვაძლიერებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას, ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას, საქართველო აგრძელებს რეფორმებს და პრეზიდენტიც შეუწყობს ხელს პროცესს.

ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკურ კონსენსუსზე და როდესაც გვექნება პოლიტიკური კონსენსუსი, საქართველო იქნება აბსოლუტურად მზად უმაღლეს დონეზე. ეს არის ორი მიმართულება რაზეც გამახვილდება ყურადღება, რაზეც ვიმუშავებთ ჩვენც და საქართველოს პრეზიდენტიც და ამას ნატო ძალიან დიდ პატივს სცემს“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.