ჯეიმს აპატურაი - ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების, განმტკიცებისა და დაახლოების გზაზე კარგი წელი იქნება
ჯეიმს აპატურაი - ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების, განმტკიცებისა და დაახლოების გზაზე კარგი წელი იქნება

მართლაც ძალიან კარგი წელი იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების, განმტკიცებისა და დაახლოების გზაზე, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შეფასებისას განაცხადა, შეხვედრის ყველა მონაწილემ საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.

„დარბაზში შეხვედრაზე მყოფმა ნატო-ს ქვეყნების ელჩებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული. საქართველოსაც და ნატო-საც სურთ ურთიერთობების გაძლიერება. ეს მართლაც ძალიან კარგი წელი იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების, განმტკიცებისა და დაახლოების გზაზე. გაზაფხულზე საქართველოს ესტუმრება ნატო-ს გენერალური მდივანი. გაზაფხულზე ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები“, – განაცხადა აპატურაიმ.